16 ნოემბერი 2024,   05:25
ვრცლად
ოლიმპიური ვერცხლის მედალი გიორგი გოგშელიძეს

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ყოფილი წევრი გიორგი გოგშელიძე საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისგან სავარაუდოდ, პეკინის 2008 წლის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალს მიიღებს.

8 წლის წინანდელ ოლიმპიადაზე გოგშელიძემ მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა. ახლა კი ერთი საფეხურით დაწინაურების უმთავრესი კანდიდატია, რადგან ყაზახეთის ნაკრების წევრს, ვერცხლის პრიზიორ თეიმურაზ ტიგიევს, რომელთანაც გოგშელიძე ლონდონში ნახევარფინალში დამარცხდა, ოლიმპიური თამაშების დოპინგ-სინჯების გადამოწმების შემდეგ, აკრძალული პრეპარატის მიღება დაუმტკიცდა.

ტიგიევმა ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. ცნობილია ისიც, რომ დოპინგ-სკანდალში ყაზახეთის, რუსეთის, უკრაინის, აზერბაიჯანის, ბელარუსის, უზბეკეთის, ესპანეთისა და კუბის ნაკრების ათი მოჭიდავეა გახვეული. ყაზახეთის ოლიმპიური კომიტეტი გადაწყვეტილებას სავარაუდოდ გაასაჩივრებს და დამატებით შემოწმებას მოითხოვს, რაც საბოლოო გადაწყვეტილებას რამდენიმე თვით გადადებს.

დღის ამბები