16 ნოემბერი 2024,   03:28
ვრცლად
გოლდენ სტეიტის ზედიზედ მესამე გამარჯვება და ფაჩულიას 19 წუთი

NBA-ს რეგულარულ ჩემპიონატში გოლდენ სტეიტმა ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა. ოქროს შტატელებმა სტუმრად თრეილ ბლეიზერსი 127:104 დაამარცხეს.

საქართველოს ნაკრების კაპიტანი ზაზა ფაჩულია სასტარტო შემადგენლობაში იმყოფებოდა და მოედანზე 19 წუთი გაატარა. ქართველმა ცენტრმა 5 ქულა, 6 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. ოკლანდელების შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი სტეფ კარი იყო, რომელმაც 30 წუთში 28 ქულა მოაგროვა, კევინ დიურანტმა კი 20.

3 მოგებითა და 1 მარცხით გოლდენ სტეიტი დასავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილზეა. პირველ-მეორეზე პოზიციებს წაუგებელი კლიპერსი და ოკლაჰომა იყოფენ, მესამეზე კი 4 მოგებითა და 1 მარცხით სან ანტონიოა.

მომდევნო შეხვედრას გოლდენ სტეიტი საკუთარ მოედანზე ოკლაჰომას წინააღმდეგ ჩაატარებს. მატჩი 4 ნოემბერს გაიმართება.

დღის ამბები