16 ნოემბერი 2024,   03:23
ვრცლად
"შუმახერის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა," - როს ბრაუნი

ფერარის და ბენეტონის ყოფილი ტექნიკური დირექტორი, ბრაუნის ყოფილი მფლობელი და მერსედესის F1-ის გუნდის ყოფილი ხელმძღვანელი როს ბრაუნი ამბობს, რომ F1-ის მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონის მიხაელ შუმახერის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა.

"ჩვენ ყველანი ვლოცულობთ იმისთვის, რომ მისი მდგომარეობა გაუმჯობესდეს. იმედისმომცემ ნიშნებს ვამჩნევთ, თუმცა ოჯახის სურვილის გათვალისწინებით, ბევრს ვერაფერს ვიტყვი. მიხაელის მდგომარეობაზე ბევრი სპეკულაცია ვრცელდება, მაგრამ მათი უმეტესობა სიმართლეს არ შეესაბამება. იმედი გვაქვს, ერთ მშვენიერ დღეს გარეთ გამოჯანმრთელებულს ვიხილავთ," - განაცხადა ბრაუნმა.

შუმახერი ბრაუნის თანაგუნდელი იყო ბენეტონში, ფერარისა და მერსედესში, რომელთაგან თავისი ტიტულები პირველ ორში მოიპოვა. 2013 წლის ბოლოს კი, სამთო თხილამურებით სრიალისას, ინციდენტი შეემთხვა, რომლის დროსაც თავის მძიმე ტრავმა მიიღო. კომაში ხანგრძლივი ყოფნის შემდეგ, მან კრიზისი დაძლია, თუმცა მკურნალობის კურსს ჟენევაში, საკუთარ სახლში გადის. ოჯახი ცდილობს, რომ შუმახერის მდგომარეობაზე ინფორმაცია არ გავრცელდეს, რადგანაც ყველანაირი სპეკულაცია გამოირიცხოს. 

 

მომზადებულია Worldsport-ის მიხედვით.

დღის ამბები