გოლდენ სტეიტი-ნიუ ორლეან პელიკანზის შეხვედრაში ისტორიული ფაქტი დაფიქსირდა. გოლდენის კალათბურთელმა სტეფ კარიმ NBA-ს რეკორდი დაამყარა. კარიმ ზუსტად ჩააგდო 13 სამქულიანი, რაც NBA-ს ისტორიაში საუკეთესო შედეგია. მთლიანობაში კარიმ 46 ქულა მოაგროვა.
გოლდენ სტეიტმა კი მეტოქე 116:106 დაამარცხა. მატჩი მონაწილეობა მიიღო საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ, რომელიც სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 11 წუთი გაატარა. ფაჩულიამ 2 ქულა და 1 მოხსნა შესძინა თავის გუნდს. სტეფ კარის შემდეგ საუკეთესო იყო კლეი ტომპსონი, რომელმაც 24 ქულა მიითვალა, კევინ დურანტმა კი 22.
გოლდენ სტეიტს მიმდინარე სეზონში გამართული 7 შეხვედრიდან 5 მოგებული აქვს და დასავლეთ კონფერენციაში მეოთხე ადგილს იკავებს.