16 ნოემბერი 2024,   03:42
ვრცლად
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მსოფლიო რეიტინგში დაქვეითდა

რაგბის მსოფლიო ორგანიზაზიამ ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა. სამწუხაროდ, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები იაპონიასთან მარცხის შემდეგ 1 საფეხურით დაქვეითდა და მე-12 ადგილს იკავებს.

საქართველომ ისტორიული შანსი ვერ გამოიყენა - იაპონიის ნაკრების დამარცხების შემთხვევაში ეროვნული გუნდი პირველად შევიდოდა რეიტინგის TOP ათეულში. ქართველი მორაგბეები დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდნენ და 11-ე ადგილი სწორედ იაპონელებს დაუთმეს.

რეიტინგს 94.57 ქულით კვლავ ახალი ზელანდია ლიდერობს, მეორე ადგილზე ინგლისი (89.84) იმყოფება. საქართველოს ნაკრებს კი 73.78 ქულა აქვს და იტალიის ნაკრებს მცირე უპირატესობით უსწრებს.

შეგახსენებთ, რომ ნოემბრის ტესტებზე ბორჯღალოსნები შემდეგ მატჩს სამოას წინააღმდეგ ჩაატარებენ. შეხვედრა 19 ნოემბერს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. 

ამავე თემაზე
დღის ამბები