თბილისში მყოფმა სამოას ნაკრების მორაგბეებმა დღეს ხაჭაპური დააგემოვნეს. სპორტსმენებს ქართული ტრადიციული კერძი ძალიან მოეწონათ.
ნოემბრის მორიგ ტესტ-მატჩში საქართველოს ეროვნული მორაგბეთა ნაკრები სამოას 19 ნოემბერს, მიხეილ მესის სახელობის სტადიონზე დაუპირისპირდება. ცნობილია ისიც, რომ მატჩის დაწყების წინ სტუმრები ტრადიციულ რიტუალს - სივა ტაუს შეასრულებენ.
სამოა რაგბი მსოფლიოს რეიტინგში მე-14 ადგილს იკავებს, საქართველო კი იაპონიასთან მარცხის შემდეგ 1 საფეხურით დაქვეითდა და ამჟამად მე-12 პოზიციაზე იმყოფება.
შეხვედრა 19 ნოემბერს, 15:00 საათზე დაიწყება.