ლევან მაყაშვილმა, რომელიც შერეული ორთაბრძოლებში ამერიკული პრომოუტერული კომპანიის სახელით ასპარეზობს, როსტოვში გამართულ ბრძოლაში აქამდე წაუგებელი რასულ მირზაევი დაამარცხა.
შეხვედრა ტურნირ Fights Nights Global 54-ის ფაგრლებში როსტოვში გაიმართა. მაყაშვილმა მსაჯების ერთიანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა. მაყაშვილისთვის ეს კარიერაში მე-10 მოგება გახდა. სულ მას 13 შეხვედრა აქვს ჩატარებული, საიდანაც 2 წაგება და 1 ფრე დააფიქსირა.
ორთაბრძოლის დასრულების შემდეგ კი მაყაშვილმა გამარჯვება ემოციურად აღნიშნა და დარბაზში მყოფ ქართველ გულშემატკივრებს მსობლიურ ენაზე მიმართა.
აღსანიშნვაია, რომ წარმოშობით დაღესტანელ მირზაევს აქამდე კარიერაში მარცხი არ ჰქონდა - მის ანგარიშზე 17 გამარჯვება იყო. და კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი - რასულ მირზაევმა 2011 წელს სტუდენტთან იჩხუბა, რომელიც დარტყმისგან მიღებული დაზიანების გამო საავადმყოფოში გარდაიცვალა. თავად მირზაევმა კი დაახლოებით 1-წლიანი სასჯელი მოიხადა.
გთავაზობთ გამართული ბრძოლის სრულ ჩანაწერს.