16 ნოემბერი 2024,   04:51
ვრცლად
სტეფ კარის გამხნევება ფაჩულიას - ზაზა კი გამორჩეული ლეგიონერების ჩამონათვალში

NBA-ს ერთ-ერთმა საუკეთესო კალათბურთელმა, სტეფ კარიმ თანაგუნდელი ზაზა ფაჩულია გაამხნევა. ამერიკული მედია ქართველ კალათბურთელს არაეფექტური თამაშის გამო ხშირად აკრიტიკებს, კარიმ კი ფაჩულია გაამხნევა.

"ფაჩულიამ კარგად იცის, რა უნდა გააკეთოს. ფარქვეშ მის თამაშს ახლაც არაფერი დაეწუნება, თუმცა, რაც დრო გავა, ზაზა უკეთესად ათამაშდება," - განაცხადა ამერიკელმა კალათბურთელმა.

პარალერულად კი ზაზა ფაჩულია ESPN-მა NBA-ს გამორჩეული ლეგიონერების TOP 50-ში შეიყვანა. საქართველოს ნაკრების კაპიტანი 48-ე ადგილს იკავებს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მიმდინარე სეზონში ამერიკაში უცხოელი კალათბურთელების სარეკორდო რაოდენობა - 113 მოთამაშეა, ფაჩულიას ჩამონათვალში შეყვანა ნამდვილად პოზიტიური სიახლეა. შეგახსენებთ, რომ გამოცემა ყოველწლიურად აქვეყნებს საუკეთესო ლეგიონერთა სიას.

დღეს გამთენიისას კი გოლდენ სტეიტმა სტუმრად ტორონტო რეპოტორსი 127:121 დაამარცხა. ფაჩულია სასტარტო შემადგენლობაში იმყოფებოდა და მოედანზე 16 წუთი გაატარა. ქართველმა ცენტრმა 8 ქულა, 2 პასი და 1 მოხსნა მიითვალა.  სტეფ კარიმ 35, კევინ დურანტმა კი 30 ქულა მოაგროვა.

9 მოგებითა და 2 მარცხით გოლდენ სტეიტი დასავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზეა. პირველ პოზიციას კლიპერსი იკავებს.

 

დღის ამბები