16 ნოემბერი 2024,   04:22
ვრცლად
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა სამოა დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ნოემბრის მეორე ტესტ-მატჩში სამოას ნაკრებს უმასპინძლა და მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში 20:16 დაამარცხა.

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მიმდინარე შეხვედრაში ბორჯღალოსნებმა პირველი ტაიმი 17:10 მოიგეს. შეხვედრის მეორე ტაიმი სამოელებმა აქტიურად დაიწყეს და ორი ზუსტი საჯარიმოთი სხვაობა მინიმუმამდე შეამცირეს. ამას 60-ე წუთზე კვირიკაშვილის მორიგი ზუსტი საჯარიმო მოჰყვა.

სამოელებმა დარჩენილი დრო შეტევაში გაატარეს, თუმცა დაცვაში თავგანწირული თამაშის ხარჯზე ბორჯღალოსნებმა მატჩი გამარჯვებამდე მაინც მიიყვანეს.

საქართველოს ნაკრებმა ნოემბრის ტესტების პირველი მატჩი იაპონიასთან გამართა და ანგარიშით 22:28 დამარცხდა. ბორჯღალოსნები წლის ბოლო შეხვედრას 26 ნოემბერს, სტუმრად შოტლანდიის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ გამართავენ.

დღის ამბები