16 ნოემბერი 2024,   03:56
ვრცლად
ქართველი და რუსი მოჭიდავე ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

19 ნოემბერს "ევროპის ერთა თასზე" ქართველი და რუსი მოჭიდავა ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავემ ზურაბ დათუნაშვილმა (80) და რუსმა იმილ შარაფეტდინოვმა შეხვედრის დროს იჩხუბეს. ამის გამო ორივე სპორტსმენი ტურნირიდან მოიხსნა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა "ევროპის ერთა თასზე" მეოთხე ადგილი დაიკავა. ჩვენმა ნაკრებმა პირველი შეხვედრა ბულგარეთთან 5:3 მოიგო, შემდეგ კი რუსეთთან 1:6 წააგო. ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში კი მასპინძელ რუმინეთის ნაკრებთან (4-4, დამატებითი მაჩვენებლებით) დამარცხდა.

დღის ამბები