ხვალ, თბილისის დროით 19:00-ზე თურქეთში ევრობასკეტი 2017-ის წილისყრა გაიმართება. 24 ნაკრები ოთხ 6-გუნდიან ჯგუფში განაწილდება.
დღეს FIBA-მ ოფიციალურად გამოაცხადა და ნაკრებები შესაბამის კალათებში გადაანაწილა. საქართველოს ეროვნული გუნდი კი მეოთხე კალათში იმყოფება.
I კალათა: ესპანეთი, ლიტვა, საფრანგეთი, სერბეთი.
II კალათა: საბერძნეთი, იტალია, ჩეხეთი, ლატვია.
III კალათა: ხორვატია, ისრაელი, თურქეთი, ფინეთი.
IV კალათა: რუსეთი, სლოვენია, უნგრეთი, საქართველო.
V კალათა: გერმანია, ბელგია, პოლონეთი, მონტენეგრო.
VI კალათა: ისლანდია, დიდი ბრიტანეთი, უკრაინა, რუმინეთი.
ევრობასკეტ 2017-ს 4 ქვეყანა უმასპინძლებს და აქედან გამომდინარე ჯგუფის მასპინძელ ფედერაციას შეეძლო ამოერჩია ერთი პარტნიორი ქვეყანა, რომელიც ავტომატურად ამ მასპინძელი ქვეყნის ჯგუფში ითამაშებს. პარტნიორები ასე დაწყვილდნენ:
ფინეთი-ისლანდია
ისრაელი-ლიტვა
რუმინეთი-უნგრეთი
თურქეთი-რუსეთი.
საქართველოს ნაკრები ან კენჭისყრაზე ან ისრაელის ჯგუფში აღმოჩნდება ან ფინეთის. კენჭისყრის შედეგები ხვალ გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ კალათბურთში ევროპის 2017 წლის ჩემპიონატი 31 აგვისტოდან 17 სექტემბრამდე ოთხ ქვეყანაში ჩატარდება - ფინეთში, ისრაელში, რუმინეთში და თურქეთში.
მომზადებულია Sportall.ge-ს მიხედვით.