ბრიტანული გამოცემა Mirror-ის მიერ გავრცელებული სენსაციური ინფორმაციის თანახმად, მანჩესტერ სიტი მზად არის ბარსელონას ლიონელ მესის სანაცვლოდ 230 მილიონი ევრო გადაუხადოს.
ინგლისური კლუბი თავად ფეხბურთელს ხელფასის სახით დაუჯერებელ შეთავაზებას უკეთებს - კვირაში ნახევარ მილიონ გირვანქას, რაც თანამედროვე ფეხბურთისთვისაც კი წარმოუდგენელი თანხაა.
წყაროს ცნობით, სიტის იმედი აქვს, რომ ტრანსფერის განხორციელების ალბათობას პეპ გვარდიოლას ფაქტორიც ზრდის. გვარდიოლა ამჟამად სიტის მწვრთნელია და მესისთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს.
29 წლის არგენტინელ ფეხბურთელს ბარსელონასთან მოქმედი კონტრაქტი 2018 წლამდე აკავშირებს. უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მესიმ ბლაუგრანასთან ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე უარი განაცხადა.
წყარო: mirror.co.uk