ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანების გადაწყვეტილებით პეკინის 2008 წლის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორს გიორგი გოგშელიძეს ვერცხლის მედალი გადაეცემა.
8 წლის წინ ჩინეთში გამართულ ოლიმპიადაზე ქართველმა მოჭიდავემ ნახევარფინალში ყაზახეთის სახელით მოასპარეზე თაიმურაზ თიგიევთან დათმო შეხვედრა, თუმცა განმეორებით დოპინგ-სინჯში თიგიევს აკრძალული პრეპარატის კვალი აღმოუჩინეს, რასაც მისი შედეგის ანულირება მოჰყვა. ვერცხლის მედალი კი გოგშელიძეს მიენიჭა.
შეგახსენებთ, რომ დოპინგ-სკანდალში ყაზახეთის, რუსეთის, უკრაინის, აზერბაიჯანის, ბელარუსის, უზბეკეთის, ესპანეთისა და კუბის ნაკრების ათი მოჭიდავეა გახვეული. გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარებს.