16 ნოემბერი 2024,   04:40
ვრცლად
"ზაზა ის არის, ვინც გოლდენ სტეიტს სურდა" - ამერიკული მედიის გამოხმაურება

გოლდენ სტეიტ უორიორსმა ზედიზედ მე-9 მატჩი მოიგო. ზაზა ფაჩულიას გუნდმა ამჯერად ინდიანაში მოიპოვა გამარჯვება, სადაც ადგილობრივი პეიზერსი 37 ქულის სხვაობით -120:83 გაანადგურა. ამით ოკლენდელებმა 4-მატჩიანი გასვლითი ტურნე წარმატებით დაასრულეს.

ფაჩულია სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 14 წუთი გაატარა. ქართველმა ცენტრმა პეიზერსის წინააღმდეგ 6 ქულა, 7 მოხსნა 1 პასი მიითვალა.

ფაჩულიას თამაშს საგარეო ტურნეს შემდეგ ამერიკული გამოცემა knbr.com გამოეხმაურა, რომელმაც ქართველი კალათბურთელი გუნდის ყველაზე პროგრესირებად მოთამაშედ დაასახელა. 

"ზაზა ფაჩულიას რთული სტარტი ჰქონდა სეზონშიც და ამ საგარეო ტურნეშიც, როცა ახლო მანძილიდან სამი იოლი სროლა ააცილა, მაგრამ ზაზას ასპარეზობა მომდევნო სამ თამაშში გაცილებით კომფორტული იყო გოლდენ სტეიტის ფორმით. ვიხილეთ მისი ცნობილი და გამორჩეული პასები, განსაკუთრებით, მილუოკის წინააღმდეგ, როცა მხოლოდ პირველ მეოთხედში 4 შედეგიანი გადაცემა ჰქონდა. ცხადია, რომ ამ სეზონში ზაზას ბევრი სათამაშო წუთი არ ექნება, რადგან გოლდენ სტეიტი ხშირად ითამაშებს "დაბალი" შემადგენლობით. ფაჩულიამ კარგად იცის, რა სჭირდება გუნდს შეტევაში, როგორ ეხმარებოდა ბოგუტი გუნდს. საგარეო ტურნემ აჩვენა, რომ ზაზას ამ ტვირთის ტარება შეუძლია. მოკლედ, ზაზა ის არის, ვინც უორიორს სურდა", - წერს ვებგვერდი.

12 მოგებითა და 2 მაცხით გოლდენ სტეიტი კლიპერსთან ერთად დასავლეთ კონფერენციას ლიდერობს. 24 ნოემბერს ოკლენდელები ლოს ანჯელეს ლეიკერსს უმასპინძლებენ.

 

წყარო: knbr.com, sportall.ge

დღის ამბები