16 ნოემბერი 2024,   05:01
ვრცლად
ევრობასკეტი 2017-ის კენჭისყრის შედეგები - საქართველო B ჯგუფში იასპარეზებს

დღეს თურქეთში ევრობასკეტი 2017-ის წილისყრა გაიმართა. 24 ნაკრები ოთხ 6-გუნდიან ჯგუფში განაწილდა. საქართველოს ნაკრები B ჯგუფში მეოთხე ნომრად განითესა.

ჯგუფურ ეტაპზე ეროვნული ნაკრების მეტოქეები იქნებიან;

უკრაინა, ისრაელი, ლიტვა, იტალია, გერმანია.

მერვედფინალში ჯგუფის 4 საუკეთესო გუნდი გააგრძელებს ასპარეზობას. საქართველოს ნაკრები ჯგუფური ეტაპის მატჩებს ისრაელში ჩაატარებს.

შეგახსენებთ, რომ კალათბურთში ევროპის 2017 წლის ჩემპიონატი 31 აგვისტოდან 17 სექტემბრამდე ოთხ ქვეყანაში ჩატარდება -  ფინეთში, ისრაელში, რუმინეთში და თურქეთში.

იხილეთ კენჭისყრის სრული ვიდეო ჩანაწერი.

დღის ამბები