FIFA-მ 2015-2016 წლების სეზონის 10 საუკეთესო გოლის ნომინანტები დაასახელა.
პუშკაშის პრიზის მოსაპოვებლად 10 ფეხბურთელი იბრძოლებს, მათ შორის ლიონელ მესის მიერ ამერიკის ნაკრების კარში გატანილი საჯარიმო დარტყმა და ნეიმარის ეფექტური გოლი ვილიარეალის კარში.
პრიზის მფლობელის ვინაობა 2017 წლის 9 იანვარს გამოვლინდება.