16 ნოემბერი 2024,   03:45
ვრცლად
დორტმუნდი-ლეგია -12 გატანილი გოლი ერთ მატჩში

გუშინ ჩემპიონთა ლიგაზე დორტმუნდის ბორუსიამ ვარშავის ლეგიას უმასპინძლა და მეტოქე 8:4 დაამარცხა. შედეგად ამ მატჩით ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე შედეგიანობის მხრივ ბოლო 13 წლის რეკორდი დამყარდა.

დორტმუნდი-ლეგიას შეხვედრამ მონაკო-დეპორტივოს მატჩის შედეგი გააუმჯობესა. 2003-2004 წლების სეზონში მონაკომ ესპანური გუნდი 8:3 დაამარცხა.

გთავაზობთ ყველა იმ გამორჩეული შედეგების ჩამონათვალს, რომელიც დორტუმუნდი-ლეგიას მატჩის დროს დაფიქსირდა.

*მარკო როისი გახდა მეოთხე გერმანელი ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის მატჩში 3 გოლი გაიტანა. აქამდე მსგავსი შედეგი მარიო გომესს, მესუთ იოზილს და უვე რიოსლერს ჰქონდათ.

* ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველად ერთ მატჩში გოლი 8 სხვადასხვა ფეხბურთელმა გაიტანა.

* ფელიქს პასლაკი გახდა ყველაზე ახალგაზრდა გერმანელი ფეხბურთელი (18 წლის და 177 დღის), რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე გოლი გაიტანა.

* შესაბამისად, პასლაკი დორტმუნდის ისტორიაშიც ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე თავი გამოიჩინა.

* ლეგია - ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველი გუნდია, რომელმაც 4 გოლი გაიტანა, თუმცა მატჩი მაინც წააგო.

* დორტმუნდმა კიდევ ერთი გამორჩეული რეკორდი მიითვალა - გერმანულ კლუბს პირველი 6 გოლის გასატანად 6 დარტყმა დასჭირდა.

* ლეგიამ 21-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად გახსნა შეხვედრაში ანგარიში.

* შინჯი კაგავა მეოთხე აზიელი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე დუბლი გაიფორმა. ამის გარდა, კაგავამ დუბლი ყველაზე სწრაფად შეასრულა, იაპონელს 2 გოლის გასატანად 77 წამი დასჭირდა.

* გუნდებმა ჩემპიონთა ლიგის რეკორდი დაამყარეს - პირველ ტაიმში 5 გოლის გასატანად მათ 25 წუთი დასჭირდათ.

* ლეგიას ანტირეკორდი - ჩემპიონთა ლიგაზე პოლონურმა გუნდმა ერთი გუნდისგან 2 მატჩში ჯამში 14 გოლი გაუშვა.

დღის ამბები