ქუთაისის ტორპედო საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მფლობელია.
ფინალურ შეხვედრაში, რომელიც ზესტაფონში გაიმართა ტორპედომ მარტვილის მერანი 2:1 დაამარცხა. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ბექა ტუღუში დაასახელეს.
თასის მოპოვების შემდეგ ტორპედომ ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის უფლებაც გაინაღდა.