16 ნოემბერი 2024,   03:47
ვრცლად
უმცროსმა ბორჯღალოსნებმა სტუმრად შოტლანდია დაამარცხეს

რამდენიმე წუთის წინ ედინბურგში გამართულ შეხვედრაში საქართველოს 20-წლამდელთა მორაგბეთა ნაკრებმა შოტლანდია 21:17 დაამარცხა.

მატჩის პირველ ტაიმში ჯარიმა გელა აფრასიძემ გაიტანა, ლელო კი აკაკი ტაბუცაძემ. მეორე ნახევარში უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ორი ლელო და ჯარიმა მიითვალეს და კიდევ ერთ დიდ წარმატებას მიაღწიეს.

შეგახსენებთ, რომ 26 ნოემბერს შოტლანდიას საქართველოს მორაგებთა ეროვნული ნაკრები დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 18:30 საათზე დაიწყება.

 

ფოტო: GeorgianRugby

დღის ამბები