ესპანეთის პროკურატურა ბარსელონას ბრაზილიელი ფეხბურთელისთვის 2 წლიანი პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. საქმე ეხება იმ სატრანსფერო გარიგებას, რომლის შემდეგაც ნეიმარი სანტოსიდან ბლაუგრანაში გადავიდა.
პროკურატურა ფეხბურთელს და ბარსელონას ყოფილ პრეზიდენტს, სანდრო როსელს ფინანსურ მახინაციებში ადანაშაულებს. კერძოდ, ბრაზილიის საინვესტიციო ჯგუფისთვის (DIS) თანხის დამალვას. ეს ჯგუფი ნეიმარის სატრანსფერო უფლებებს გარკვეულ ნაწილს ფლობდა.
საქმის წარმოება 2013 წელს დაიწყო, რის გამოც ბარსელონას მაშინდელი პრეზიდენტი თანამდებობიდან გადადგა, პროკურორი კი მისთვის 5 წლიანი პატიმრობის შეფარდებას და თავად კლუბის სოლიდური თანხით დაჯარიმებას ითხოვს.
შეგახსენებთ, რომ ბარსელონას კიდევ ერთ ფეხბურთელს, ლიონელ მესის 21 თვიანი პირობითი პატიმრობა აქვს მისჯილი. მესის გადასახადების დამალვა დაუმტკიცეს, თუმცა ესპანეთის კანონმდებლობის მიხედვით, თუ სასჯელის ვადა 2 წელს არ აღემატება, მაშინ შესაძლებელია დამნაშავეს აღკვეთის ღონისძიების სახით პირობითი პატიმრობა შეეფარდოს.