16 ნოემბერი 2024,   03:43
ვრცლად
ბეილი ტრავმირებული - უელსელი ელ კლასიკოს გამოტოვებს

ესპანური გამოცემა AS-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მადრიდის რეალის ერთ-ერთი ლიდერი გარეთ ბეილის ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა და ფეხბურთელს მოედანზე დასაბრუნებლად დაახლოებით 6 კვირა დასჭირდება.

უელსელმა შემტევმა ტრავმა ჩემპიონთა ლიგაზე სპორტინგის წინააღმდეგ გამართულ მატჩში (1:2) მიიღო, რის შემდეგაც თამაშის გაგრძელება ვეღარ მოახერხა და 58-ე წუთზე შეცვალეს. ბეილს კოჭის დაზიანება აღენიშნება და შესაძლოა ქირურგიული ჩარევაც გახდეს საჭირო.

გამოცემის ცნობით, ბეილი ხიხონის, ბარსელონას, დორტმუნდის და დეპორტივოს წინააღმდეგ გასამართ შეხვედრებს გამოტოვებს. ასევე, ბრიტანელი კლუბებს შორის მსოფლიო ჩემპიონატზეც ვერ იასპარეზებს.

 

წყარო: AS

დღის ამბები