საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ეზოში ოლიმპიური ჩემპიონების ლაშა ტალახაძის და ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ვარსკვლავები გაიხსნა.
რიგით 35-ე და 36-ე ოლიმპიური ვარსკვლავების გახსნის საზეიმო ცერემონიას ოლიმპიურ ჩემპიონებთან ერთად ოლიმპიური კომიტეტის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის და ქალაქ თბილისის მერიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მა რგველაშვილის გადაწყვეტილებით ლაშა ტალახაძეს და ვლადიმერ ხინჩეგაშვილს პრეზიდენტის ბრწყინვალების ორდენები გადაეცათ. ოლიმპიელები თბილისის მერიამაც დააჯილდოვა,ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის გადაწყვეტილებით კი ორივე სპროტსმენს საჩუქრად 50-50 ათასი ლარი გადაეცათ.
შეგახსენებთ, რომ რიგით 31-ე ოლიმპიურ თამაშებზე ქართველმა სპორტსმენებმა 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედალი მიიღეს - საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველომ 206 ქვეყანას შორის 38-ე ადგილი დაიკავა. ოლიმპიური ჩემპიონები ლაშა ტალახაძე და ვლადიმერ ხინჩეგაშვილი გახდნენ.