16 ნოემბერი 2024,   03:36
ვრცლად
თორნიკე ოქრიაშვილის გამარჯვების მომტანი "მაკრატელა" შეხვედრის ბოლო წუთზე

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი თორნიკე ოქრიაშვილი ეფექტური გოლის ავტორი გახდა. რუსეთის პრემიერლიგის მე-15 ტურში კრასნოდარმა სანკტ-პეტერბურგის ზენიტს უმასპინძლა და მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე ოქრიაშვილის მაკრატელა დარტყმით შეძლო მეტოქის დამარცხება.

ქართველი ფეხბურთელი თამაშში 63-ე წუთიდან ჩაერთო, მისი გუნდი 0:1 მარცხდებოდა, თუმცა კრასნოდარმა 92-ე წუთზე იზმაილოვის გოლით გაათანაბრა, ბოლო წამებზე კი გამარჯვების მომტანი ბურთი ოქრიაშვილმა გაიტანა. 

დარწმუნებული ვიყავი, რომ გოლს გავიტანდი. თუმცა, ცოტა გამიმართლა. დავინახე, რომ მეკარე კარიდან გამოვიდა და ხაზზე არ იდგა. საბოლოოდ ყველაფერი ისე მოხდა, როგორც მინდოდა. სანამ მოედანზე გავიდოდი მწვრთნელმა შალიმოვმა მითხრა: ოქრი, დღეს გოლი უნდა გაიტანო. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ გუნდს დავეხმარე გამარჯვების მოპოვებაში," - განაცხადა მატჩის შემდეგ ოქრიაშვილმა.

კრასნოდარს ამ გამარჯვებით 27 ქულა დაუგროვდა, სატურნირო ცხრილში მესამე ადგილს იკავებს და მეორეადგილოსან ზენიტთან სხვაობა 4 ქულამდე შეამცირა.

დღის ამბები