16 ნოემბერი 2024,   03:26
ვრცლად
"მოურინიოს კონფლიქტი წყლის ბოთლთან, რის გამოც პორტუგალიელი წითელი ბარათით დაისაჯა"

"მოურინიოს კონფლიქტი წყლის ბოთლთან, რის გამოც პორტუგალიელი წითელი ბარათით დაისაჯა," - სწორედ ასე შეაფასა Eurosport-მა ინგლისის პრემიერლიგის მე-13 ტურში მომხდარი ფაქტი.

მანჩესტერ იუნაიტედმა ვესტ ჰემს უმასპინძლა და შეხვედრის 28-ე წუთზე მსაჯის გადაწყვეტილებით უკმაყოფილო ჟოზე მოურინიომ თავისი გაბრაზება ემოციურად გამოხატა და წყლის ბოთლს ფეხი დაარტყა. მატჩის არბიტრმა ჯონათან მოსმა კი პორტუგალიელი მწვრთნელი სათადარიგო სკამიდან გააძევა და მოურინიოს დარჩენილი მატჩის ყურება ტრიბუნებიდან მოუწია.

შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. იუნაიტედი 13 ტურის შემდეგ 20 ქულით მეექვსე ადგილს იკავებს.

დღის ამბები