საქართველოს საფეხბურთო ნაკრების და კრასნოდარის ნახევარმცველს, თორნიკე ოქრიაშვილს გუნდის გასახდელში თანაგუნდელები ოვაციებით შეხვდნენ. ოქრიაშვილმა ზენიტის წინააღმდეგ გამართული მატჩის 94-ე წუთზე მაკრატელა დარტყმით გოლი გაიტანა და თავის გუნდს გამარჯვება მოაპოვებინა.
ქართველი ფეხბურთელი თამაშში 63-ე წუთიდან ჩაერთო, მისი გუნდი 0:1 მარცხდებოდა, თუმცა კრასნოდარმა 92-ე წუთზე იზმაილოვის გოლით გაათანაბრა, ბოლო წამებზე კი გამარჯვების მომტანი ბურთი ოქრიაშვილმა გაიტანა.
კრასნოდარს ამ გამარჯვებით 27 ქულა დაუგროვდა, სატურნირო ცხრილში მესამე ადგილს იკავებს და მეორეადგილოსან ზენიტთან სხვაობა 4 ქულამდე შეამცირა.