16 ნოემბერი 2024,   04:54
ვრცლად
ბათუმის სტადიონის მშენებლობა შეჩერებულია - მერია ახალი ტენდერის გამოცხადებას აპირებს

ბათუმში თანამედროვე სტანდარტების სტადიონის მშენებლობა მიმდინარე წლის დეკემბერში უნდა დასრულებულიყო, თუმცა ქალაქის საფეხბურთო კლუბს თამაშების გამართვა ისევ ქობულეთში უწევს.

ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ კომპანიამ, რომელმაც ტენდერში გაიმარჯვა პირობა ვერ შეასრულა, რისთვისაც შესაბამისი საჯარიმო სანქციებიც დაეკისრა. ქალაქის მთავრობის განამრტებით, წლის ბოლომდე ახალი ტენდერი გამოცხადდება და გამარჯვებული კომპანია სტადიონის მშენებლობას 5-6 თვის ვადაში დაასრულებს.

სტადიონის მშენებლობის დასრულების აღარ სჯერათ ბათუმელებს და გამაფრთხილებელი აქციის გამართვას გეგმავენ.

დღის ამბები