დანილო პადილია შაპაკოენსეს მეკარე იყო. ის ავიაკატასტროფას გადაურჩა, თუმცა მოგვიანებით საავადმყოფოში გულის შეტევით გარდაიცვალა.
ავარიის შემდეგ პადილიამ თავის მეგობარ გოგონას დაურეკა და მისი გადარჩენა შეატყობინა, თუმცა მოგვიანებით ფეხბურთელს გულის შეტევა დაემართა.
"დაუჯერებელია, ამ ტრაგედიის შემდეგ ის მელაპარაკა და ახლა გავიგე რომ გარდაიცვალა, შოკში ვარ," - განაცხადა დანილო პადილიას მეგობარმა.
თვითმფრინავი, რომელშიც 72 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი იმყოფებოდნენ 29 ნოემბერს ავიაკატასტროფა განიცადა. ამ დროისთვის გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად მხოლოდ 5 ადამიანი გადარჩა - 2 პერსონალის წარმომადგენელი, 1 ჟურნალისტი და 2 ფეხბურთელი.