უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მადრიდის რეალის და პორტუგალიის ნაკრების ლიდერი, კრიშტიანო რონალდო შაპაკოენსეს ფინანსურ დახმარებას გაუწევს. რონალდო კლუბს 3 მილიონ ევროს ჩაურიცხავს, თუმცა ეს ცნობა ჯერჯერობით დაუზუსტებელია.
პორტუგალიელი ფეხბურთელი მომხდარ ტრაგედიას საციალურ ქსელში გამოეხმაურა.
"შოკირებული ვარ იმით, რაც ბრაზილიარ კლუბს დაემართა. ჩემი სოლიდარობა გარდაცვლილთა მშობლებს და მათ ახლობლებს. მხარდაჭერას ვუცხადებ კლუბს და ბრაზილიურ ფეხბურთს," - განაცხადა რონალდომ.
შეგახსენებთ, რომ თვითმფრინავი, რომელშიც 72 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი იმყოფებოდნენ 29 ნოემბერს ავიაკატასტროფა განიცადა. ამ დროისთვის გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად მხოლოდ 5 ადამიანი გადარჩა - 2 პერსონალის წარმომადგენელი, 1 ჟურნალისტი და 2 ფეხბურთელი.
წყარო: talkingbaws.com