დღეს ელ კლასიკო გაიმართება - ერთმანეთს ბარსელონა და მადრიდის რეალი დაუპირისპირდებიან. კლუბების გადაწყვეტილებით მატჩიდან მიღებული შემოსავალი მთლიანად გადაირიცხება ბრაზილიური საფეხბურთო კლუბის შაპეკოენსეს დახმარების ფონდში.
გავრცელებული ინფორმაციით, ბარსელონას და რეალის ლიდერებმა, ლიონელ მესიმ და კრიშტიანო რონალდომ ბრაზილიურ გუნდს ფინანსური დახმარება უკვე გაუწიეს - რონალდომ 3 მილიონი ევრო, ხოლო მესიმ 5 მილიონი ევრო გადარიცხა.
შეგახსენებთ, რომ 29 ნოემბერს მომხდარმა ტრაგედიამ 71 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მათ შორის იყვნენ მათ შორის კი, ბრაზილიური საფეხბურთო კლუბის, შაპეკოენსეს 19 ფეხბურთელი და სამწვრთნელო შტაბის 8 წევრი.
232-ე ელ კლასიკო წუთიერი დუმილით დაიწყება და გუნდები პატივს მიაგებენ დაღუპული ადამიანების ხსოვნას.