16 ნოემბერი 2024,   02:35
ვრცლად
ზინედინ ზიდანი VS ლუის ენრიკე

2003 წლის აპრილში გამართული ელ კლასიკო დღეს უცხოურ მედიაში აქტუალური თემაა. 13 წლის წინ გამართულ მატჩში ერთმანეთს მადრიდის რეალის და ბარსელონას ლიდერები, ზინედინ ზიდანი და ლუის ენრიკე დაუპირისპირდნენ - დღეს ისინი ერთმანეთის წინააღმდეგ მწვრთნელის რანგში უკვე მეორედ წარსდგებიან.

პირველი რაუნდი ზიდანმა მოიგო. ფრანგი რეალის მწვრთნელად ახალდანიშნული იყო, როდესაც შარშანდელ სეზონში სტუმრად ბარსელონა 1:2 დაამარცხა, სეზონის ბოლოს კი გუნდს ჩემპიონთა ლიგაც მოაგებინა. აღსანიშნავია, რომ ლუის ენრიკე უფრო გამოცდილი მწვრთნელია. ბარსელონაში დანიშვნამდე მან იტალიაში და ესპანეთშიც მოასწრო მუშაობა. ბლაუგრანაში კი ერთ სეზონში 3 ტიტული მოიგო - ლა ლიგა, ესპანეთის თასი და ჩემპიონთა ლიგა.

მწვრთნელების განცხადებით, წარსულში მომხდარი ინციდენტი დავიწყებულია და ისინი ერთმანეთს დიდ პატივს სცემენ.

ბარსელონა-რეალის შეხვედრა თბილისის დროით 19:15 საათზე დაიწყება.

დღის ამბები