16 ნოემბერი 2024,   02:52
ვრცლად
კრიშტიანო რონალდო 150 მილიონი ევროს გადასახადების დამალვაში დაადანაშაულეს

გერმანულმა გამოცემა Spiegel-მა, რომელიც 12 ევროპული გამოცემის გაერთიანებაში შედის და მისი მიზანი თანამედროვე ფეხბურთში უკანონო ფინანსური საქმიანობის გამოაშკარავებაა, კრიშტიანო რონალდო 150 მილიონი ევროს გადასახადების დამალვაში დაადანაშაულა.

გამოცემის ინფორმაციით, რონალდო თავისი აგენტის ჟორჟე მენდეშის სქემით მოქმედებდა და 150 მლნ ევროს ოდენობის გადასახადები შვეიცარიასა და ბრიტანული ვირჯინიის კუნძულებზე, ოფშორული ზონების საშუალებით დამალა.

წყაროს ცნობით, ფინანსურ მაქინაციებში მანჩესტერ იუნაიტედის ამჟამინდელი მწვრთნელი ჟოზე მოურინიოც ფიგურირების, რომელის აგენტის ასევე ჟორჟე მენდეშია და მოურინიოც მისი გეგმით მოქმედებდა. გამოცემა პორტუგალიელ მწვრთნელს 12 მილიონი ევროს დამალვაში ადანაშაულებს.

ჯერჯერობით ამ საქმესთან დაკავშირებით ოფიციალური გამოძიება არ დაწყებულა. შეგახსენებთ, რომ ესპანეთის პროკურატურამ ლიონელ მესის უკვე დაუმტკიცა გადასახადების დამალვა და არგენტინელს სოლიდურ ჯარიმასთან ერთად 21-თვიანი პირობითი პატიმრობაც დაუმტკიცეს. ამ დროისთვის არ არის ცნობილი დაინტერესდება თუ არა რონალდოზე  და მოურინიოზე გავრცელებული ბრალდებებით პროკურატურა.  

 

წყარო: mirror.co.uk, spiegel.de

დღის ამბები