16 ნოემბერი 2024,   02:25
ვრცლად
"ლევანდოვსკის გოლი, რომელიც მეგობარ გოგონას დაგავიწყებთ," – Eurosport

"ლევანდოვსკის გოლი, რომელიც მეგობარ გოგონას დაგავიწყებთ," - სწორედ ასე შეაფასა Eurosport-მა მიუნხენის ბაიერნის თავდამსხმელის მიერ გატანილი საჯარიმო დარტყმა.

ლევანდოვსკიმ ბუნდესლიგის მე-13 ტურში სტუმრად მაინცს შეხვედრის მიწურულს ეფექტური საჯარიმო დარტყმა გაუტანა და შეხვედრაში საბოლოო ანგარიში 1:3 დააფიქსირა.

ბუნდესლიგას 13 ტურის შემდეგ თანაბარი 30-30 ქულით ბაიერნი და ლაიფციგი ლიდერობენ, თუმცა ლაიფციგი თავის შეხვედრას შალკეს წინააღმდეგ დღეს გამართავს.

მაინცი-ბაიერნის მატჩის მიმოხილვა.

დღის ამბები