16 ნოემბერი 2024,   02:59
ვრცლად
საჩემპიონო პლეი ოფი: სამტრედიამ ჩიხურა დაამარცხა და ტიტულს მიუახლოვდა

სამტრედიაში ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის საჩემპიონო პლეი ოფის პირველი მატჩი გაიმართა, რომელშიც ადგილობრივმა სამტრედიამ საჩხერის ჩიხურას უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

შეხვედრაში დუბლი ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირმა ბუდუ ზივზივაძემ შეასრულა, რომელმაც სტუმართა კარში გოლები მე-18 და მე-40 წუთებზე გაიტანა. სამტრედიელთა ბომბარდირის ანგარიშზე ჯამში 13 გოლია.

სამტრედია-ჩიხურას საპასუხო დაპირისპირება, რომელშიც საქართველოს გარდამავალი ჩემპიონატის გამარჯვებულის ვინაობა გაირკვევა, 11 დეკემბერს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

 

წყარო: sportall.ge

დღის ამბები