16 ნოემბერი 2024,   02:31
ვრცლად
ელ კლასიკო ფრედ დასრულდა

ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატში 232-ე ოფიციალური ელ კლასიკო კლასიკო გაიმართა. ბარსელონამ მადრიდის რეალს უმასპინძლა და შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.

პირველმა ტაიმმა რეალური საგოლე მომენტების გარეშე ჩაიარა. მატჩის მეორე ნახევარში რეალის საჯარიმოსთან წესები ვარანმა დაარღვია - ნეიმარის ჩაწოდება კი 53-ე წუთზე ლუის სუარესმა გამოიყენა და თავური დარტყმით ბარსელონა დააწინაურა. ამის შემდეგ უპირატესობას ბლაუგრანა ფლობდა და ნეიმარს შეეძლო ანგარიშის გაზრდა, საგოლე მომენტი ჰქონდა ლიონელ მესისაც.

ანგარიში მადრიდის რეალის კაპიტანმა სერხიო რამოსმა გაათანაბრა. კაპიტანმა 90-ე წუთზე თავური დარტყმით გაიტანა და სამეფო კლუბი მარცხისგან იხსნა.

აღსანიშნავია, რომ მსაჯის მიერ კომპენსირებულ წუთებზე ბარსელონას რეალური საგოლე მომენტი ჰქონდა, მაგრამ კაზემირომ ცარიელი კარიდან გამოიტანა ბურთი.  

14 ტურის შემდეგ ლა ლიგას მადრიდის რეალი 34 ქულით ლიდერობს, ბარსელონა 28 ქულით მეორე ადგილზეა.

დღის ამბები