გუშინ ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფური ეტაპის ბოლო სათამაშო დღე გაიმართა. ცენტრალურ შეხვედრას ესპანეთმა უმასპინძლა, სადაც მადრიდის რეალმა დორტმუნდის ბორუსია მიიღო და გამარჯვების შემთხვევაში ჯგუფში პირველ ადგილს დაიკავებდა, თუმცა სამეფო კლუბმა ვერ მოახერხა მეტოქის დამარცხება - მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა.
შეხვედრის 28-ე წუთზე ანგარიში კარიმ ბენზემამ გახსნა. ფრანგმა ფორვარდმა მეორე ტაიმის დასაწყისში დუბლი შეასრულა და რეალი 2:0 დაწინაურდა. 61-ე წუთზე ობამეიანგმა სხვაობა შეამცირა. ამის შემდეგ სამეფო კლუბმა გოლის გატანის რამდენიმე რეალური შანსი ვერ გამოიყენა, მატჩის მიწურულს კი მარკო როისმა გაათანაბრა და გერმანულმა კლუბმა F ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.
სხვა შეხვედრები;
ლევერკუზენი 3:0 მონაკო
ტოტენჰემი 3:1 ცსკა
ლეგია 1:0 სპორტინგი
ბრიუგე 0:2 კოპენჰაგენი
პორტუ 5:0 ლესტერი
იუვენტუსი 2:0 ზაგრები
ლიონი 0:0 სევილია
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ითამაშებენ - არსენალი, პსჟ, ნაპოლი, ბენფიკა, ბარსელონა, სიტი, ატლეტიკო, ბაიერნი, მონაკო, ლევერკუზენი, დორტმუნდი, რეალი, ლესტერი, პორტუ, იუვენტუსი და სევილია.
ევროპალიგაზე კი 8 გუნდი გადავიდა - ლუდოგორეცი, ბეშიქთაში, გლადბახი, როსტოვი, ტოტენჰემი, ლეგია, კოპენჰაგენი და ლიონი.
ჩემპიონთა ლიგაზე მერვედფინალური ეტაპის კენჭისყრა 12 დეკემბერს გაიმართება.