16 ნოემბერი 2024,   02:02
ვრცლად
ბათუმის დინამო უმაღლესი ლიგის ბრინჯაოს პრიზიორია

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ბრინჯაოს პრიზიორის ვინაობა ცნობილია. ბათუმის დინამომ მცირე ფინალში თბილისის დინამო 1:0 დაამარცხა და ბრინჯაოს მედლებთან ერთად, ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საგზურიც მოიპოვა.

ბათუმის დინამო ისტორიაში მეორედ გახდა ეროვნული ჩემპიონატის პრიზიორი. თბილისის დინამო კი საქართველოს ჩემპიონატის ისტორიაში მეორედ დარჩა ევროტურნირს მიღმა, პირველად თბილისის დინამომ პირველ სამეულში ადგილი 2012 წელს ვერ მოიპოვა.

დღეს კი ეროვნული ჩემპიონატის გამარჯვებულის ვინაობა გახდება ცნობილი, გადამწყვეტ შეხვედრაში ერთმანეთს სამტრედია და ჩიხურა დაუპირისპირდებიან, ფინალი დინამო არენაზე 13:30 წუთზე დაიწყება.

დღის ამბები