მადრიდის რეალის ფეხბურთელი კრიშტიანო რონალდო 2016 წლის ოქროს ბურთის დაჯილდოების ცერემონიას არ დაესწრება. რონალდო სამეფო კლუბთან ერთად ტოკიოში იმყოფება, სადაც მადრიდული გუნდი კლუბებს შორის მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს.
დაჯილდობის ცერემონიალი დღეს პარიზში გაიმართება. ოქროს ბურთის მოგების კანდიდატები კრიშტიანო რონალდო, ლიონელ მესი და ანტუან გრიზმანი არიან, თუმცა ესპანური მედიის ინფორმაციით, 2016 წლის ოქროს ბურთის მფლობელი რონალდო გახდება.
ოქროს ბურთის დაჯილდოების ცერემონია თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.