16 ნოემბერი 2024,   01:43
ვრცლად
სერხიო რამოსის ახალი ტატუ - კაპიტანმა "90+" ამოისვირინგა

მადრიდის რეალის კაპიტანმა სერხიო რამოსმა ახალი ტატუ გაიკეთა. რამოსმა "90+" ამოისვირინგა და ახალი ნამუშევარი ბოლო წუთებზე გატანილ გოლებს მიუძღვნა. ფეხბურთელმა ფოტო სოციალურ ქსელში განათავსა.

რამოსი თავის პოსტში წერს - "ჩემი ცხოვრების რიცხვები, ხვდებით ისინი რას ნიშნავს?"

განმარტებისთვის - 32 და 35 ნომრებით რამოსი სევილიაში ასპარეზობდა. 19 წლის ასაკში სერხიოს რეალის შემადგენლობაში ჰქონდა დებიუტი. 90+ კი ჩემპიონთა ლიგის ფინალში ატლეტიკოს კარში გატანილ გოლს აღნიშნავს.

სერხიო რამოსის ბოლო წუთებზე გატანილმა გოლმა მადრიდის რეალი ლა ლიგის გასულ 2 ტურში მარცხისგან იხსნა - ბარსელონასთან შეხვედრაში სწორედ კაპიტანმა გაათანაბრა, დეპორტივოსთან კი გამარჯვების გოლის ავტორი გახდა. მანამდე სერხიო რამოსს მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე რამდენიმე მნიშვნელოვანი გოლი აქვს გატანილი, ამ მხრივ გამორჩეულია 2014 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში ატლეტიკოს წინააღმდეგ 93-ე წუთზე შესრულებული თავური დარტყმა.

დღის ამბები