5 წლის ავღანელ ბავშვს მურთაზა აჰმადის ოცნება აუხდა – პატარა ბიჭი თავის საყვარელ ფეხბურთელს, ლიონელ მესის პირადად შეხვდა.
მურთაზას ოცნება ყატარის დედაქალაქ დოჰაში აუსრულდა, სადაც ის არგენტინელ ვარსკვლავთან შესახვედრად სპეციალურად ჩაიყვანეს. ყატარში ბარსელონამ ამხანაგური შეხვედრა ალ აჰლის წინააღმდეგ გამართა და მეტოქე 3:5 დაამარცხა.
მურთაზა ინტერნეტში გავრცელებული ფოტოების შედეგად გახდა ცნობილი, რომელშიც მას პოლიეთილენის პარკისგან გაკეთებული მესის მაისური ეცვა. მას შემდეგ არგენტინელმა ფეხბურთელმა თავის პატარა გულშემატკივარს მაისური უსახსოვრა, ახლა კი ბიჭს პირადად შეხვდა.