მიუნხენის ბაიერნის თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ კლუბთან მოქმედი კონტრაქტი გაახანგრძლივა. პოლონელი ფეხბურთელი გუნდში 2021 წლამდე დარჩება. ხელშეკრულების ფინანსური დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
"ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მოლაპარაკებებმა წარმატებით ჩაიარა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბაიერნში კიდევ რამდენიმე წელი ვითამაშებ," - განაცხადა თავდამსხმელმა.
ლევანდოვსკი ბაიერნში 2014 წელს დორტმუნდიდან გადავიდა და კლუბის შემადგენლობაში ჩატარებულ 122 შეხვედრაში 86 გოლის გატანა მოახერხა.