პრემიერლიგის მე-16 ტურში ევერტონმა ლონდონის არსენალს უმასპინძლა და მეტოქე 2:1 დაამარცხა. არსენალმა მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა და 3 ქულით ჩამორჩება ჩელსის, რომელსაც 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.
ევერტონთან შეხვედრის ბოლო წუთებზე, როდესაც არსენალი 2:1 მარცხდებოდა, მეტოქის საჯარიმოში ჩავიდა მეთოფეების მეკარე პეტრ ჩეხი. პირველი ჩაწოდება ჩეხის მიმართულებით გაკეთდა, თუმცა არსენალის მეკარეს ევერტონის გოლკიპერმა სტეკელებურგმა დაასწრო. ამის მიუხედავად არსენალი ძალიან ახლოს იყო ანგარიშის გათანაბრებასთან, თუმცა ევერტონის მცველებმა გუნდი 2-ჯერ იხსნეს გაშვებული გოლისგან.
ევერტონი 23 ქულით პრემიერლიგაში მეშვიდე ადგილს იკავებს, არსენალი კი მეორე პოზიციაზეა.