პირველად ფეხბურთის ისტორიაში, მსაჯმა პენალტი ვიდეორეფერის რჩევის შემდეგ დანიშნა. ისტორიული მოვლენა იაპონიაში მიმდინარე მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე დაფიქსირდა.
14 დეკემბერს კაშიმა ანტლერსმა 3:0 მოუგო ატლეტიკო ნასიონალს და ტურნირის პირველი ფინალისტი გახდა. მატჩის არბიტრმა ვიქტორ კაშაიმ საჯარიმოში დარღვევა ვერ შენიშნა - ნასიონალის ფეხბურთელმა იაპონელი ფეხბურთელი, დაიგო ნიში წააქცია. კაშაიმ ვიდეორეფერი მოითხოვა, რომლის გადაწყვეტილებითაც FIFA-ს ეგიდით ჩატარებულ მატჩში პირველად დაინიშნა პენალტი.
მეორე ნახევარფინალური მატჩი მადრიდის რეალსა და მეხიკოს ამერიკას შორის დღეს გაიმართება.