მადრიდის რეალმა კლუბებს შორის მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი შეხვედრა ჩაატარა და მექსიკური ამერიკა 0:2 დაამარხა. მადრიდული გუნდი ტურნირში ნახევარფინალური ეტაპიდან ჩაერთო და შედეგად ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.
ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს კარიმ ბენზემამ ეფექტურად გათამაშებული კომბინაციის შემდეგ გახსნა. საბოლოო შედეგი კი კრიშტიანო რონალდომ 90-ე წუთზე დააფიქსირა - 2:0 სამეფო კლუბის სასარგებლოდ.
ფინალში მადრიდელების მეტოქე იაპონური კაშიმა ანტლერსი იქნება, შეხვედრა 18 დეკემბერს გაიმართება.