საქართველოს ჭიდაობის ფედერაციაში ყრილობის დელეგატთა რეგისტრაცია ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.
გეგა გეგეშიძის მომხრეები დელეგატთა სიებს ხმაურით აპროტესტებენ. კამათისა და სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ 5 დელეგატს ხმის უფლება ჩამოერთვა. ყრილობა, რომელიც 13:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, დელეგატთა სიების დაზუსტების გამო ამ დრომდე არ დაწყებულა.
ფედერაციაში გეგეშიძის მხარდასაჭერად კორცხელში ინციდენტის მონაწილეები იმყოფებიან.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტობისთვის 3 კანდიდატი იბრძოლებს - მოქმედი პრეზიდენტი ოლიმპიური ჩემპიონი მანუჩარ კვირკველია, ვეტერანი მოჭიდავე ესტატე გოგლიჩიძე და გეგა გეგეშიძე.