გროზნოში მიმდინარე ევროპის საკლუბო ჩემპიონატის ოქროს ლიგაში ქართულმა ძიუდოს კლუბმა საგარეჯომ ფინალურ შეხვედრაში რუსული იავარა ნევას დამარცხება მოახერხა და ტურნირის გამარჯვებული გახდა.
საგარეჯომ მეტოქე 3:2 დაამარცხა. როდესაც ანგარიში 2:2 იყო გადამწყვეტ შეხვედრაში გამარჯვება ლევან მატიაშვილმა იპონით მოიპოვა და თავის გუნდს ოქროს მედლები მოუტანა.
ასევე ტურნირზე წარმატებით იასპარეზა კიდევ ერთმა ქართულმა კლუბმა მებრძოლმა, რომელმაც ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში გერმანული აბენსბერგი 4:1 დაამარცხა.
შეგახსენებთ, რომ ფინალამდე საგარეჯომ პორტუგალიურ სპორტინგს მოუგო, შემდეგ კი გერმანულ აბენსბერგს, გადამწყვეტ შეხვედრაში კი რუსულ იავარა ნევას.
გთავაზობთ გუნდების შემადგენლობებს;
საგარეჯო
66 კგ. ნიჯატ შიხალიზადა, ბაგრატ ნინიაშვილი
73 კგ. ლაშა შავდათუაშვილი
81 კგ. რომან მასტოპულოსი, გიორგი კაციაშვილი
90 კგ. ბექა ღვინიაშვილი
+100 კგ. ლევან მატიაშვილი, გუგა კიბორძალიძე
მებრძოლი
66 კგ. ვაჟა მარგველაშვილი, ამირან პაპინაშვილი
73 კგ. შალვა ქარდავა
81 კგ. ლაშა ზურაბიანი, ზებედა რეხვიაშვილი
90 კგ. ავთანდილ ჭრიკიშვილი
+100 კგ. ადამ ოქრუაშვილი, ვალერი ლიპარტელიანი, გურამ თუშიშვილი, ვახტანგ ოქრუაშვილი