უიმბლდონის საჩოგბურთო გათამაშების ორგზის ჩემპიონი პეტრა კვიტოვა საკუთარ საცხოვრებელ ბინაში მძარცველებმა დანით დაჭრეს.
ჩეხ სპორტსმენს თავდამსხმელებმა მარცხენა ხელზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს. ამ დროისთვის კვიტოვა ჩეხეთის ქალაქ პროსტეიოვის ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფება, ექიმების განცხადებით სპორტსმენის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. პოლიცია დამნაშავეებს ამ დრომდე ეძებს.
პეტრა კვიტოვა ამ დროისთვის მსოფლიო საჩოგბურთო რეიტინგში მე-11 პოზიციას იკავებს. კვიტოვამ 2011 და 2014 წლებში ყველაზე პრესტიჟული უილბდონის საჩოგბურთო გათამაშებაზე მოიპოვა გამარჯვება.