16 ნოემბერი 2024,   01:51
ვრცლად
საქართველოს ნაკრები FIFA-ს რეიტინგში დაწინაურდა

FIFA-მ ეროვნული ნაკრებების განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა. საქართველოს ნაკრები ჩამონათვალში 1 საფეხურით დაწინაურდა და ამჟამად 281 ქულით 118-ე ადგილზე იმყოფება.

მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ გუნდს დეკემბერში შეხვედრა არ ჩაუტარებია, ნაკრებმა მცირედი დაწინაურება მაინც შეძლო.

რეიტინგის ათეულში ცვლილებები არ მომხდარა. პირველ ადგილს კვლავ არგენტინის ნაკრები იკავეს, მეორეზე ბრაზილია იმყოფება, მესამეზე კი გერმანია. 2016 წლის ევროპის ჩემპიონი პორტუგალიის ნაკრები კი მე-8 პოზიციას იკავებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები შემდეგ ამხანაგურ შეხვედრას  23 იანვარს, დუბაიში უზბეკეთის წინააღმდეგ ჩაატარებს, რომელიც რეიტინგში 62-ე ადგილზეა.

დღის ამბები