გუშინ საღამოს NBA-ს ყველა ვარსკვლავის მატჩისთვის სასტარტო ხუთეულების შერჩევა დაიწყო. პირველი ხუთეული გულშემატკივრების ხმის მიცემის შედეგად გამოვლინდება. შარშან საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების კაპიტანს, ზაზა ფაჩულიას მატჩში მონაწილეობისთვის სულ ცოტა დააკლდა. ფაჩულია, მაშინ დალას მავერიქსის ღირსებას იცავდა და გამოკითხვაში კობი ბრაიანტმა, კევინ დიურანტმა და კავაი ლეონარდმა გადაასწრო.
წელს All Star-ის შერჩევაში ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა - სასტარტო ხუთეულის გამოვლენაში გულშემატკივრების წილი 50 % იქნება, ხოლო 25-25 პროცენტიანი წილი კალათბურთელებს და ჟურნალისტებს ექნებათ.
როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, შარშან ზაზას სულ ცოტა დააკლდა ყველა ვარსკვლავის მატჩში მონაწილეობის მისაღებად. იმის გამო, რომ წელს შეცდომები თავიდან ავიცილოთ, გთავაზობთ ხმის მიცემის ზუსტ წესებს. შეგახსენებთ, რომ რეალურად, შესაძლებელია დღეში 4 ხმის მიცემა: Facebook-იდან, Twitter-იდან, Google-ის საძიებო სისტემიდან და nba-com-იდან. გაითვალისწინეთ თქვენი ხმა დაფიქსირდება 24 საათში ერთხელ.
ხმის მიცემა შესაძლებელია 4 სხვადასხვა გზით;
* Facebook-ის სტატუსად ვწერთ: #NBAVOTE Zaza Pachulia (24 საათში ერთხელ)
* Twitter-ის სტატუსად ვწერთ: #NBAVOTE Zaza Pachulia (24 საათში ერთხელ)
* Google-ის საძიებო ველში ვწერთ: "NBA Vote All-Star". წარმოდგენილი გუნდებიდან ვირჩევთ Golden State-ს, მოთამაშეებიდან კი ზაზა ფაჩულიას და ვაძლევთ ხმას (24 საათში ერთხელ)
* vote.nba.com ამ საიტით, ან მისი მობილური აპლიკაციით (24 საათში ერთხელ)
ხმის მიცემა 2017 წლის 16 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.