ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშივილი სოფიის და მემფისის ტურნირებზე წარმატებული ასპარეზობის შემდეგ დელრეი ბიჩის გათამაშებას მერვედფინალურ ეტაპზე გამოეთიშა.
ბასილაშვილი 57-ე ჩოგანთან სტივ დასისთან 6:3, 7:5 დამარცხდა, მანამდე კი ქართველმა მსოფლიოს ყოფილი მეორე ჩოგანი გერმანელი ტომი ჰაასის დამარცხება შეძლო.
შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილი ATP-ის რეიტინგში 53-ე ადგილს იკავებს. ქართევლი ჩოგბურთელი 6 მარტიდან ინდიან უელსის ტურნირზე მიიღებს მონაწილეობას.