15 ნოემბერი 2024,   14:28
ვრცლად
ქართველი, რომელიც ჰოლანდიური ვიტესის ლეგენდაა

როტერდამში ჰოლანდიის თასის ფინალი გაიმართა, არნემის ვიტესმა  ალკმაარი 2:0 დაამარცხა და ჰოლანდიის თასის გახდა. აღსანიშნავია, რომ ვიტესმა 125 წლის განმავლობაში პირველი ტიტული მოიგო, თასი კი გუნდის ქართველმა კაპიტანმა, გურამ კაშიამ ასწია.

"ეს ჩემი კარიერის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევაა. ემოციებისგან დაცლილი ვარ და ძალიან ვამაყობ," - განაცხადა კაშიამ.

შეგახსენებთ, რომ კაშია ვიტესში 2010 წელს თბილისის დინამოდან გადავიდა და ეს მისი პირველი საკლუბო ტიტულია.

დღის ამბები